"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"

"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"

საპატრიაქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" საავტორო გადაცემის - "პორტრეტები" წამყვან მარიამ ბაგრატიონს შინ ვეწვიე და მის წარმომავლობაზე, ცხოვრების გზასა და გადაცემაზე ვესაუბრე.

- საქართველოში ბაგრატიონი ოდითგანვე მნიშვნელოვანი გვარია. ისტორიის მიხედვით, ბაგრატიონები მარიამ ღვთისმშობლის შთამომავლებად ითვლებიან. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ეს საჩუქარი მარგუნა. იმერეთის სამეფოს, კერძოდ, ალექსანდრე V- ისა და ბაგრატ მეფის შთამომავალი ვარ. ამ გვარს პირდაპირი ხაზით ჰყავს თავისი მემკვიდრე ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც ჩემი ბიძაშვილი გახლავთ. მას ყველაფერში მხარში ვუდგავარ.

- ორიოდე წლის წინ, საქართველოში განიხილებოდა მონარქიულ წყობაზე გადასვლისა და სამეფო ტახტის აღდგენის თემა. ამაზე რას გვეტყვით?

- ამ აზრს დადებითად ვაფასებ. არა იმიტომ, რომ პრეტენზია მაქვს პრინცესობაზე. მე ისედაც ვარ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მაგრამ ამ აზრს მივესალმები იმიტომ, რომ ვფიქრობ, მონარქიული წყობა კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ამის მომხრეა ჩვენი უწმინდესი ილია II. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არ შეიძლება ადამიანმა მეფე უარყოს. ეს ღვთის უარყოფასთან იგივდება. მით უფრო, რომ ბაგრატიონები ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შთამომავლები არიან. აქედან გამომდინარე, მე ვინ ვარ, რომ მონარქიის წინააღმდეგი ვიყო? საქართველოში ხალხს ჰგონია, რომ მონარქია ტვირთად დააწვება სახელმწიფოსა და ადამიანებს მხრებზე. ეს გარკვეულწილად გასაგები მიდგომაა, მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. ადამიანებს სწორად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მონარქია ჩვენს ქვეყანას არავითარ ზიანს არ მოუტანს, პირიქით - წაადგება. ვფიქრობ, მეფეთა შთამომავლები უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მონარქიული წყობის აღდგენაზე.

-  მარიამ, თბილისისა და მილანის კონსერვატორიაში სწავლობდით. რატომ არ გააგრძელეთ მომღერლის კარიერა?

-  ბავშვობაში მინდოდა, მომღერალი ან ჟურნალისტი გამოვსულიყავი. ბევრს ვკითხულობდი. რომანებისა და სათავგადასავლო ლიტერატურის გარდა, მიყვარდა დეტექტივებისა და ავტობიოგრაფიული ნაწარმოებების კითხვა. პატარაობისას მე და მაიკო ასათიანს პირველ არხზე მონაცვლეობით მიგვყავდა გადაცემა - "საყმაწვილო ქრონიკები". 2004 წელს "მის საქართველოზე" "მის ტალანტი" გავხდი და უფასოდ ჩავირიცხე ერთ- ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე. თუმცა, ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე. რაც შეეხება სიმღერას: ოჯახში მომღერალი არავინ მყოლია, მხოლოდ ბებიას უყვარდა ნათესავების გარემოცვაში, გიტარის თანხლებით სიმღერა. ბავშვობაში ცოტ- ცოტას მეც ვმღეროდი. ბებიას ბიძაშვილმა - ლილი გეგელიამ დედაჩემს ურჩია, მუსიკის პედაგოგთან მივეყვანე. ქალბატონები - შურა და ნუციკო ჯანელიძეები ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ. აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა მშობლებსა და ბიძას - დავით ძოწენიძეს იმისათვის, რომ გამზარდეს და განათლება მომცეს. დედა ექიმი გახლავთ. ის ხშირად მოგზაურობდა და ერთხელ "ბარსელონას" დისკი ჩამომიტანა. ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს დუეტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ მაშინ, 13- 14 წლის ასაკში გამიტაცა საოპერო ხელოვნებამ. ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, შემდეგ კი ვოკალის განხრით, კონსერვატორია დავამთავრე. მეცოსოპრანო ვარ. არაერთ საოპერო დადგმასა და კონცერტში ვმონაწილეობდი. 2005 წელს მოვიპოვე სტიპენდია. როგორც კარგ სტუდენტს და ხუთი ენის მცოდნეს, სწავლის გაგრძელების საშუალება მილანის კონსერვატორიაში მომეცა. ორი წლის შემდეგ, ზაფხულში თბილისში დასასვენებლად რომ ჩამოვედი, ჩემი გეგმები შეიცვალა და ამის მიზეზი სიყვარული იყო (იღიმის).

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია