თამთა მურადაშვილი - მოსამართლე ურთმელიძის განჩინება ტელეკომპანია "საქართველოს" მხრიდან გასაჩივრდება

თამთა მურადაშვილი - მოსამართლე ურთმელიძის განჩინება ტელეკომპანია "საქართველოს" მხრიდან გასაჩივრდება

"რუსთავი 2"-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილის განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება ტელეკომპანია "საქართველოს" მხრიდან გასაჩივრდება. როგორც მურადაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა , "რუსთავი 2"-ს ამ განჩინებით დაცვის უფლება წაერთვა.

"აქ მოსამართლეს უწერია, რომ ჩვენ გვაქვს გასაჩივრების ვადა 5 დღე, რომელიც უნდა გასაჩივრდეს ისევ მასთან, ისევ ურთმელიძესთან. სავარაუდოდ, ის გაწელავს დროს და გამოიყენებს 20 დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დირექტორებს შეეზღუდათ გასაჩივრების უფლება, გამსაჩივრებელი ვინ უნდა იყოს, ეგეც წარმოუდგენელია. წარმთეული გვაქვს დაცვის უფლებაც. ალბათ შესაძლებელია ტელეკომპანია "საქართველომ" შეიტანოს გასაჩივრება, რადგან მათ პირდაპირ ეხებათ", - აღნიშნა მურადაშვილმა.

რაც შეეხება აღსრულებას, ადვოკატის განმარტებით, დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში შესაძლოა ხვალვე მივიდნენ. " თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მათ შეუძლიათ ხვალვე მოგვადგნენ", - აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ