ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"

ჩერგოლეიშვილი: "ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით"

მოამსამრთლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ თამარ ჩერგოლეიშვილი აფასებს.

"ბიძინა ივანიშვილმა დღეს ურთმელიძის დედას გამოსტაცა ხელიდან ნაჯახი და ამ ნაჯახით დაჩეხა საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი. დღეს გამოჩნდა ვის აწყობს ქვეყნის გაყვანა სქართველოს კონსტიტუციური ფარგლებიდან. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაწირა ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფეხზე დაიკიდა ქართველი ერის არჩევანი გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი, მან საკუთარი თავის და საკუთარი მარიონეტების გარდა საქართველოს ყველა მოქალაქე გაწირა სიბნელისთვის და სიღარიბისთვის იმიტომ, რომ ის რასაც ივანიშვილი აკეთებს ეს ცდება რუსთავი 2-ის ფარგლებს და თავისუფალი მედიის ფარგლებს, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ფეხქვეშ გათელვა. ამ საქმეში საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მისი ინსტრუმენტები არიან ურთმელიძე, დვალი საყევარიშვილი და მთელი მისი უმრავლესობა. მე მოვუწოდებ უმრავლესობაში ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის კეთილდღეობა გონს მოეგონ, ის კაცი გააჩერონ, თუმცა ვიცი, რომ ამის უნარი არ გააჩნიათ ან დატოვონ დამნაშავის მიერ შექმნილი კოალიცია. დღევანდლამდეც დასავლეთში იყო უკვე განგაში, თუ ხელისუფლება ვერ ხვდება ამას ეს მის უგუნურებაზე მიუთითებს, თუმცა ისინი კარგად ხვდებიან რა ფასის გადახდა გვიწევს ბიძინა ივანიშვილის ახირებებში ისინი ვერაფერს ვერ შვებიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ გაემიჯნონ. ერთ მხარეს დევს საერთაშორისო იზოლაცია და თავისუფალი სამყაროს წევრობა, ხოლო მეორე მხარეს დევს მის მიერ და მისი მარიონეტების მიერ სკამის შენარჩუნება იმისთვის, რომ ისინი კიდევ უფრო გამდიდრდნენ ჩვენი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. მას სურს საქართველო მართოს 2030-მდე, მას სურს ქართველი ერი იყოს დაჩაჩანაკებული, ღარიბი, მან იცხოვროს სიბნელეში, დამოკიდებული რუსეთზე მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიკმაყოფილოს თავისი ავადმყოფური ახირება. ბიძინა ივანიშვილი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ახლა უნდა შევეცადოთ რომ ის დავაბრუნოთ კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც საერთაშორისო განგაშის მობილიზებით და ასევე პროტესტის იმ ფორმებით, რის შესაძლებლობასაც ჩვენ გვაძლევს ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს და მე მოლოდინიც მაქვს რომ ის ამჯერადაც პოზიტიურ როლს ითამაშებს, ბიძინა ივანიშვილმა აჩეხა ქვეყნის კონსტიტუცია, ურთმელიძის დედის ნაჯახით. პარლამენტის თავმჯდომარის როლი მინდა, რომ წარმოვიდგინო რამენაირად, მაგრამ ვერ წამომიდგენია რაც მან აიტანა ივანიშვილისგან ამ 3 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს, რომ ისინი გაემიჯნებიან კოალიციას, "-აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები