ნიკა გვარამია: "საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ"

ნიკა გვარამია: "საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ"

თამაზ ურთმელიძის განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი - დიქტატურა დამყარდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა .

მისი თქმით, საქართველო იმყოფება ჭკუიდან გამდაცდარი რუსული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ქვეშ.

"მე ხელში მიჭირავს მოსამართლედ წოდებული ზონდერის, თამაზ ურთმელიძის მიერ ერთ საათში დაწერილი 17 გვერდიანი განჩინება. ამ განჩინებას აქვს ორ სიტყვიანი შინაარსი-დიქტატურა დამყარდა.

საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცადრი რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რაც ქვეყანას ჰქონდა. საქართველოში დასრულდა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია, სასამართლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა ევროატლანტიკური პერსპექტივა, სრულიად შეუძლებელია ჩვენი ევროინტეგრაცია,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე იხილეთ: ნიკა გვარამია: "გილოცავთ მეგობრებო!... ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი"-მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერაყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე#მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ