"იმედის" საინფორმაციო სამსახურის საგანგებო განცხადება "რუსთავი 2"-ში მიმდინარე მოვლენებზე

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის საგანგებო განცხადება "რუსთავი 2"-ში მიმდინარე მოვლენებზე

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს არხის ჟურნალისტებს, რომ სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა.

"ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა", - ნათქვამია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია