როგორი იქნება "რუსთავი 2" მას შემდეგ, რაც გადმოვა ჩვენს სარგებლობაში: ხალვაშის პირველი განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

როგორი იქნება "რუსთავი 2" მას შემდეგ, რაც გადმოვა ჩვენს სარგებლობაში: ხალვაშის პირველი განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

ამ წუთებში სასტუმრო "რედისონში" ქიბარ ხალვაშის, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სპეციალური ბრიფინგი მიმდინარეობს.

"სასამართლოს პირველადი გადაწყვეტილების შემდეგ მე გამოვაცხადე, რომ მე გამარჯვებული ვარ ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი და რა იქნება სასამართლოს საბოლოო შედეგი.

გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან, რომელიც ყველაფერს ითვისებდა ტერორითა და შანტაჟით. ჩვენ მივმართეთ ცივილიზებულ ფორმას, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. სასამართლოს პირველმა ინსტაციამ გამოიტანა განაჩენი ჩვენს სასარგებლოდ.

როგორი იქნება რუსთავი 2 მას შემდეგ, რაც გადმოვა ჩვენს სარგებლობაში. დღეს ჩემს გვერდით არიან დვალი და აქიმიძე. მე პირველივე დღიდანვე ვთქვი, რომ ეს არის ბრძოლა ყველა ადამიანისთვის, ვინც დაზარალდა სააკაშვილის დროს. ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან ვილაპარაკე დათოსთან და შევთანხმდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი კომპანია შეიძლება გახდეს პარიტეტულ საწყისებზე, მე საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ მე მეკუთვნის "რუსთავი 2", მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. ისინი არიან კომპანიის საწყისებიდან, მათი გაკეთებულია. მე შეიძლება ვინმემ რაიმე მიკერძოებულობა მიმათვალოს, აქედან გამომდინარე, მე კომპანიის მმართველობაში არ მივიღებ მონაწილეობას, ჟურნალისტიკა იქნება თავისუფალი და ამ საქმიანობას წარმართავენ პროფესიონალები, ისეთი, როგორიც არის დათო და რეზო", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია