როგორ გადაანაწილებს ქიბარ ხალვაში საკუთარ წილებს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის

როგორ გადაანაწილებს ქიბარ ხალვაში საკუთარ წილებს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის

თუ სასამართლო დაადგენს, რომ "რუსთავი 2" მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა სასტუმრო "რედისონში" ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქიბარ ხალვაშის თქმით, მისი მიზანია არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის დაბრუნება, არამედ სამართლიანობის დაბრუნება.

"მე პირველი დღიდანვე განვაცხადე, რომ ეს არ არის ჩემი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. ამ შემთხვევაში მე მინდა სამართლიანობა აღდგეს ყველა ადამიანისათვის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდა. ეს ეხება არა მარტო "რუსთავი 2"-ს, არამედ ყველა სხვა პირად საკუთრებას, რომელიც დაიკარგა და ჩამოართვეს.

ჩვენი ბრძოლის პირველი დღიდან დაწყებული განვაცხადეთ, რომ ჩვენი კომპანია იქნება პარიტეტულ საწყისებზე. ეს ჩემი კეთილი ნებაა. მე ეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გავითვალისწინე, რომ ხალხს უნდოდა სამართლიანი ყოფილიყო. თუ სასამართლო დაადგენს რომ "რუსთავი 2" მე მეკუთვნის, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით, ის ტელეკომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მიიღებს და ამ საქმიანობას პროფესიონალები წარმართავენ", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ