გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის მიმართ სრული მხარდაჭერა დააფიქსირა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სებ-ის პრეზიდენტი "მაესტროს" გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" სტუმრობისას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო ამ ტელეკომპანიის მიმართ და ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ. ასევე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჯობია გქონდეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი კანონები და არსებობდეს კანონის უზენაესობა, ვიდრე გქონდეს საუკეთესო კანონები და შესაბამისად, კანონის უზენაესობა რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."