"თუკი სამხედრო სავალდებულო სამსახური შენარჩუნდება, გაწვევის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე უნდა შემცირდეს" - თინა ხიდაშელი

"თუკი სამხედრო სავალდებულო სამსახური შენარჩუნდება, გაწვევის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე უნდა შემცირდეს" - თინა ხიდაშელი

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აზრით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შენარჩუნების შემთხვევაში, გაწვევის სისტემა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რეალურად ხდება ახალგაზრდების არა ჯარში, არამედ ყარაულში გაწვევა. მისივე თქმით, თუკი სამხედრო სავალდებულო სამსახური შენარჩუნდება, გაწვევის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე უნდა შემცირდეს.

"სინამდვილეში არის ის, რომ ჩვენ ახალგაზრდები არა ჯარში, არამედ ყარაულში გვყავს გაწვეული. ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას წყდებიან იმიტომ, რომ იყვნენ ყარაულში და არა სამშობლოს სამსახურში. ისინი არ არიან გამოსადეგი იმ მიზნებისა და ამოცანებისთვის, რისთვისაც სინამდვილეში გაწვევა უნდა ხდებოდეს. ჩვენი პიზიცია ასეთია - თუ გაწვევას ვტოვებთ, მაშინ ეს უნდა იყოს რეალურად იმ ამოცანებზე პასუხი, რომელიც ქვეყანას აქვს. ისინი უნდა იყვნენ შემძლე, რომ ხვალ საკუთარი ქვეყანა დაიცვან, ასეთი საჭიროების გაჩენის შემთხვევაში. თუ ვტოვებთ გაწვევას, მაშინ უნდა ვიფიქროთ ვადებზეც - შეიძლება გავანახევროთ გაწვევის ვადა და იყოს ის არა ერთ წლიანი, არამედ 6 თვიანი", – განაცხადა თინა ხიდაშელმა კომიტეტის სხდომაზე.

გარდა ამისა, მინისტრის შეფასებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შენარჩუნების შემთხვევაში, კერძო სექტორს გაწვეული პირებისთვის სამსახურის შენარჩუნების ვალდებულება უნდა დაეკისროს.

"თუ ვტოვებთ გაწვევას, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ დამსაქმებლებს, სადაც ეს ახალგაზრდები მუშაობენ და საიდანაც მათ ვწყვეტთ, ჰქონდეთ ვალდებულება, შეუნარჩუნონ მათ სამსახური, ანუ 6 თვის, თუ 1 წლის შემდეგ მათ უნდა ჰქონდეთ სამსახურში დაბრუნების საშუალება. თუ კი ამას აკეთებენ სახელმწიფო დაწესებულებები, ვფიქრობ, ანალოგიური ვალდებულება კერძო სექტორსაც უნდა დავაკისროთ, რათა ეს ახალგაზრდები ქუჩაში არ დარჩნენ", – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."