რუსეთი ეგვიპტის მიმართულებით ავიარეისებს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. ამის მიზეზი ეგვიპტეში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფა გახდა, რასაც 224 ადამიანი შეეწირა.
იმის გასარკვევად, არის თუ არა რამე ცვლილება ქართულ ავიასივრცეში და გაუქმდება თუ არა ეგვიპტის მიმართულებით ფრენები, bpn.ge საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელს, გურამ ჯალაღონიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ქართული ავიახაზების წარმომადგენლებისგან ჯერ მსგავსი მოთხოვნა არ გაჟღერებულა: ”ჩემთვის ჯერ არცერთ კომპანიას არ მოუმართავს ცვლილებების შესახებ. თუ რამე ცვლილება იქნება რეისების გაუქმების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენთან შემოვა”, - აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.