როგორ ხედავს მოვლენათა განვითარებას ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ში, ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში

როგორ ხედავს მოვლენათა განვითარებას ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ში, ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში

ზაალ უდუმაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებლები გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მის კანდიდატურას დაასახელებენ, ის შეასრულებს ამ მოვალეობას. ამის შესახებ გენერალური დირექტორის მოადგილემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დამფუძნებლების მხრიდან, მე შევასრულებ იმ მოვალეობას, რასაც დამაკისრებენ. ახლა ყველაზე რთული პერიოდი დგას "რუსთავი 2"-ის ისტორიაში, რაც გამოუვლია კომპანიას თავისი ისტორიის განმავლობაში და გადარჩენისთვის ვიბრძვით, რომ კომპანია გადავარჩინოთ იმ საშიშროებისგან, რაც მას ელოდება.

"როდესაც იხსენებ, რომ ორი ფარატინა ფურცლით მოსამართლემ ამ ხალხს რამდენიმე მილიონიანი ქონება გადასცა, როგორ უნდა დავიჯეროთ იმ გზავნილების, რაც იქიდან ისმის, როგორ უნდა დავიჯეროთ ის, რომ აქ შენარჩუნდება სარედაქციო პოლიტიკა. თუ ქიბარ ხალვაშმა აიღო ეს ტელევიზია, რადიკალურად შეიცვლება აქ ყველაფერი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია