გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა

"მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების გამო, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაიკეტა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) დღეს დაიკეტა.

მერიის ინფორმაციით, "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები - დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.

მათივე განცხადებით, საავტომობილო მოძრაობა 9 ნოემბერს, 08:00 საათიდან აღდგება.

თბილიის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია