სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს

სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭკადუამ განუცხადა, გიორგი მდინარაძე გუშინ დაინიშნა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად და როდესაც განყოფილებაში მივიდა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ეს არის სამარცხვინო. სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ცემაში მონაწილეობდა და დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა. ხელმძღვანელ პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ კონკრეტული განყოფილების უფროსს. უნდა დაიგმოს და დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც აგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც 2012 წლამდე იყო ამ ქვეყანაში გაბატონებული", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას უშუალოდ გიორგი მდინარაძესთან დააზუსტებს, რის შემდეგაც ადვოკატთა ასოციაციის სახელით განცხადებას გააკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია