ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9, პრემიერ-მინისტრი 18-ე, ხოლო დეპუტატები 135-ე ადგილზე არიან.

143 სახის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, პირველ ადგილს - 16 537 ლარიანი ხელფასით კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე - 1750 ლარიანი ხელფასით ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეა.

მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, ასეთი რიგითობით შეიძლება დალაგდეს: - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 16 537 ლარი; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოთხი წევრის თანამდებობრივი სარგოებია - 16 338 ლარი, 16 149 - 16 149 ლარი, 15 842 ლარი და 14 886 ლარი; ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 12 633 ლარი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - 12 500 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრების ხელფასი - 11 900 – 11 900 ლარი; საქართველოს პრეზიდენტი - 6 900 ლარი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები - 6 500 ლარი (საბჭოში სულ 6 წევრია, ჯამში 39 000); უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - 6 000 ლარი (არის 18 მოსამართლე, ჯამში 108 000 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - 6 000 ლარი (არის 9 მოსამართლე, ჯამში - 54 000 ლარი); გენერალური აუდიტორი - 5 950 ლარი; გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე - 5 600 ლარი; გენერალური აუდიტორის მოადგილე - 5 500 ლარი (სულ სამი მოადგილე, ჯამში - 16 500 ლარი); სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - 5 000 ლარი (არის 26 მოსამართლე, ჯამში 130 000 ლარი); ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 4 800 ლარი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი - 4 250 ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - 4 030 ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი - 4 000 ლარი; საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - 4 000 ლარი (სულ 97 მოსამართლეა, ჯამში 388 000 ლარი); მთავარი პროკურორი - 3 910 ლარი;

აღნიშნულ სახელმწიფო თანამდებობის პირებს ხელფასების ოდენობის მიხედვით მინისტრები მოჰყვებიან. ყველა მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარს შეადგენს. ასევე 3 540 ლარია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დაზვერვის სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო.

ხელფასის ოდენობების მიხედვით რიგითობა ასე გრძელდება: - მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - 3 520 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენი - 3 500 ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - 3 500 ლარი; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - 3 450 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილე – 3 400 ლარი (ჰყავს ორი მოადგილე, ჯამში 6 800 ლარი); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე - 3 125 ლარი; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი - 3 000 ლარი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია