გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა

გოგი გვახარიაზე "გაბრაზებული" მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი მომხრეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა

2011 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია მოხვდა.

სააკაშვილმა ბათუმში, "რედისონის" გახსნაზე სხვადასხვა სტატიებიდან ციტატები მოიყვანა, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.

"ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – "დასვენების დღეებში, რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს, მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს". ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის კომენტარზე საპასუხოდ გვახარიამ აღნიშნა, რომ "მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხა".

ამის შემდეგ, დიდი დრო გავიდა, თუმცა, სააკაშვილ-გვახარიას საკითხმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, მხატვარმა ლევან ვარაზმა გოგი გვახარიას შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია დაწერა "ქართული პედომორფოზის ყველაზე რაფინირებული ისტორია"

"გვახარია მაყურებელს, რომელიც არაფრის აზრზე არაა, უქმნის ილუზიას, რომ ის რაღაცის აზრზეა" - აღნიშნავს ავტორი.

სტატია ალბათ დიდ ყურადღებას არ მიიქცვდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი გაზიარება, რასაც "ფეისბუქზე" არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:

თამარა ჩერგოლეიშვილი

ამ კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში, სამწუხაროდ დაგვიანებული მგონია - ვეღარ შეაგნებინებ, მაგრამ სხვა პოლიტიკოსები რომ შეეგუოთ, რომ არსებობს ძირითადად სწორი ღირებულებების ხალხი, რომლებსაც თქვენ შეიძლება არ უყვარდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ მათზე უნდა გაბრაზდეთ, მითუმეტეს ბრაზი გამოხატოთ და თავები გაიბანძოთ - კარგი იქნება!

ყოველ დილით თქვენ თავს უთხარით - არაუშავს, რომ გვახარიას არ ვუყვარვარ! მე ეს მკიდია!

რა "პედომორფოზა" ?!

დავით ივერიელი

ვიღაც ვარაზმა დაწერა უკიდეგანო სიბრიყვე და ბოღმით სავსე "პოსტი" გვახარიაზე, რასაც მოჰყვა ყოვლად სამარცხვინო აღტაცებები და დააგვირგვინა პატივცემულმა სააკაშვილმა ამ "პოსტის" გაზიარებით.

აი როგორ დანძრეული გაქვთ ყველას და რომ ვერ ხვდებით, დამწერსაც, მომწონებელსაც და გამზიარებელსაც.

ჭეშმარიტად ბიძინა გეკუთვნით თქვენ!

ნიკა გვარამია

რა მაგარი კაცია ეს გოგი გვახარია. სულ მაინტერესებს, რას ფიქრობს, რას იტყვის. ასე არც ერთი სხვა არ მაინტერესებს, პრინციპში. თინეიჯერობიდან მომყვება ეს განცდა. ბევრი ვისწავლე მისგან. ჯერ კიდევ იმ უსინათლო ეპოქაში, მისი გადაცემები და აზრები იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის.

მოკლედ, ძალინ მიყვარს. ჰო, აი ასე, მიყვარს.

ნიკა რურუა

ლევან ვარაზის ძალიან კარგი, გონივრული სტატიიდან:

"...გოგი გვახარია კი თავისი არსით მაინც დადებითია. ამიტომ ის შორს არსად გაჰყოლია არც ერთ დინებას - ის უბრალოდ გაეჭედა გრიგოლიას და აქუბარდიას ოთახის ექსკლუზიურ "მარცხენა" კუთხეში, საიდანაც საბჭოთადროინდელი ფრანგული კომპარტიის იდეებს ავრცელებს. მისი "მემარცხენეობა" საქართველოს დღევანდელობაში თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა ეკონომიკურად ზეგანვითარებულ კაპიტალისტურ ბრიტანეთში წარმოქმნილი მარქსიზმი ფეოდალური, თითქმის მონათმფლობელური რუსეთის პირობებში. იქნებ სწორედ ამიტომაა ასე ახლოს გვახარია იმ მოვლენასთან, რომელიც მისთვის ვითომდა მიუღებელი უნდა იყოს (თუნდაც ანდრეი ტარკოვსკის რაფინირებულ-დისიდენტურ-რუსოფილური «занудство»-ს მიუღებლობიდან გამომდინარე) და რომელსაც «русский интеллигентский гундеж» ჰქვია."

P.S. მათთვის, ვინც ამ სტატიის გაზიარება სასტიკად დაგმო, ავხსნი, რომ ავტორის მიერ ნახმარი ტერმინი "პედომორფოზი" არანაირად არ ნიშნავს სქესობრივი უმცირესობების დისრიმინაციას.

დეფინიფია ამ ტერმინისა იხილეთ ქვემოთ:

paedomorphosis /ˌpiːdəˈmɔːfəsɪs/ noun

1.

the resemblance of adult animals to the young of their ancestors: seen in the evolution of modern man, who shows resemblances to the young stages of australopithecines.

2. paedomorphosis (pae•do•mor•pho•sis or pe•do•mor•pho•sis or pē’də-môr’fə-sĭs)

n. pl. pae•do•mor•pho•ses (-sēz')

Phylogenetic change in which juvenile characteristics are retained in the adult form of an organism.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია