"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას ითხოვს და შიმშილობის დაწყებას გეგმავს

"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას ითხოვს და შიმშილობის დაწყებას გეგმავს

ირმა ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე განუცხადა. რუსთაველის გამზირზე, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ირმა ინაშვილის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი მოთხოვნაა საარჩევნო გარემოს შეცვლა.

ირმა ინაშვილის თქმით, აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ასევე თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, რადგან, მისი მტკიცებით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.

როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გახდა ცნობილი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები აპირებენ გადაინაცვლონ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ისინი შიმშილობის საქციას დაიწყებენ.

"ჩვენს მოთხოვნებში ორი ნაწილია: გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი. ჩვენ ვაპირებთ, მსვლელობით გადავინაცვლოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ მსვლელობით დასრულდება, ჩვენ შიმშილობას დავიწყებთ. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი პარტიის აქტივისტები დარჩებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, დილით კი ჩვენ მოთხოვნის პეტიციას შევიტანთ მთავრობის ადმინისტაციაში. დაველოდებით მთავრობის რეაქციას და დავწიყებთ შიმშილს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპროტესტო აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება, ადგილზე მობილიზებულია ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."