სად განაგრძობს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი

სად განაგრძობს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საპარტნიორო ფონდში განაგრძობს მუშაობას.

როგორც ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, ბერუჩაშვილი, მირიან გოგიაშვილსა და მერაბ კაკულიასთან ერთად, უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის იმ სამკაციანი ჯგუფის წევრია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფონდის რეფორმირებაზე მუშაობის მიზნით შეიქმნა.

"საპარტნიორო ფონდში შეიქმნა უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამი თვის განმავლობაში იმუშავებს ფონდის რეფორმირებაზე. ჯგუფის წევრები არიან საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდთან - მე ასეთი "ფეისები" მჭირდება: ის, რომ საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი უცხოელებთან სამუშაო სიტუაციაში საუბრობს საპარტნიორო ფონდის სახელით, საქმეს წაადგება. ჯგუფის წევრები არიან ასევე, მირიან გოგიაშვილი, რომელიც 8 წელი მსოფლიო ბანკის თანამშრომელი, 3 თუ 4 წელი საქართველოში "იბიარდის" ექსპერტი და ფინანსთა მინისტრი იყო და მერაბ კაკულია, რომელსაც წლების განმავლობაში ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა და ამ დარგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ასეთი ადამიანები მჭირდება მე", - განუცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს ბორჯომში, სასტუმრო "რიქსოსში" გამართულ შეხვედრაზე, სადაც მედიის წარმომადგენლებს ფონდის პროექტები გააცნო.

მისივე განმარტებით, საპარტნიორო ფონდმა აღნიშნული ჯგუფის წევრებს სამთვიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამ ვადაში ფონდის რეფორმირების, მათ შორის მის ბაზაზე საქართველოს განვითარების საფინანსო ინსტიტუტის შექმნის თაობაზე კანონპროექტი უნდა მომზადდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."