რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი

რატომ არ გამოცხადდა ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - სკანდალური მოსამართლის განმარტებითი წერილი

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი განცხადება, სადაც მოსამართლე სხდომაზე მიუსვლელობის მიზეზს განმარტავს, საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისი, როგორც "რუსთავი2"-ის საქმის გამხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადაცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, მოსამართლე აღნიშნავს, რომ ისინი აისახებიან საბოლოო შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

"მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ წაიკითხა.

მოსამართლე აქვე მიუთითებს, რომ უმაღლესი საბჭო, ასევე ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა. პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე", - აღნიშნავს თამაზ ურთმელიძე განცხადებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წარადგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ