ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს.
როგორც ჭკადუამ განაცხადა, გიორგი მდინარაძე გუშინ დაინიშნა ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად და როდესაც განყოფილებაში მივიდა, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღეს ნაცემი ადვოკატის ფოტოებიც გავრცელდა.

