აზერბაიჯანული გამოცემა ალიევისა და ივანიშვილის არაოფიციალური შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს

აზერბაიჯანული გამოცემა ალიევისა და ივანიშვილის არაოფიციალური შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. გარდა ამისა, შედგა შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ეწვია და სამაცივრე მეურნეობა მოინახულა.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა m.haqqin.az წერს, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოინახულა. საიტზე შეხვედრის ამსახველი ფოტოები ვრცელდება, სათაურით: "ილჰამ ალიევი საქართველოს ბატონ-პატრონს შეხვდა", (Ильхам Алиев встретился с хозяином Грузии).

წყარო:Ильхам Алиев встретился с хозяином Грузии

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."