"იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს" - 2-ომ-ტრიალი "რუსთავი 2"-ში

"იმედია, გვარამიას ესმის, რომ საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს" - 2-ომ-ტრიალი "რუსთავი 2"-ში

სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძო­ლა თუ კონკრეტული ჯგუფის ბოლო პოლიტიკური ბასტიონი? - ეს კითხვა "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესების ფონზე, უკვე მერამდენე კვირაა ქვეყანაში აქტუალობას არ კარგავს. საკითხს­ ისიც ამწვავებს, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ მოვლენები, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება: სამოქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელი დააკმაყოფილა და მას ტელეკომპანიის 100%-იანი წილი მიაკუთვნა, თუმცა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება­ დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდა - საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის სარჩელის დაკმაყოფილებით, დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედება შეაჩერა და ტელეკომპანიას შესაძლებლობა მისცა, სამოქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება­ ზედა ინსტანციებშიც გაესაჩივრებინა­. "რუსთავი 2"-ის უკვე უფლებაშეჩერებუ­ლი დირექტორი ნიკა გვარამია დავ­ის­ არჩევნებამდე გაჭიმვაზეც კი ღიად საუბრობდა,­ რომ მოულოდნე­ლად ცნობილი გახდა - ურთმელიძემ ტელეკომპანიას ახალი დროებითი მენეჯმენტი, დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაუნიშნა...

"ჟურნალისტებს მივმართავ, დაფიქრდნენ..."

დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა­ "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების რანგში პირველი გადაწყვეტილება გაახმაურეს - ისინი ტელეკომპანიაში მისვლასა და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. დეტალებზე "კვირის პალიტრა" "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელს დავით დვალს დაუკავშირდა:

- "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან მძიმე საუბარი გვქონდა, ჩვენ შორის თავიდანვე გარკვეული იყო, რომ კომპენსაციაზე თანახმა არ ვიქნებოდი. კუთვნილი კომპანია უკანონოდ წამ­ართვეს. ჩემი მიზანი, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენაა.

ასე რომ, სხვა საკითხები ქიბარსა და ჩემ შორის არც განხილულა. საბოლოოდ, პარიტეტული მართვა შემომთავაზეს, რაც წილების თანაბრად გაყოფასა და გადაწყვეტილების შეთანხმებულად მიღებას გულისხმობს. ბუნებრივია, ტელევიზიის მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ "რუსთავი 2" ყოველგვარი პოლიტიკური­ გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

- სასამართლო დავა ჯერ არ დასრულ­ებულა, ამიტომ, გაუგებარია, წინასწარ რატომ­ იყოფდით ჯერ კიდევ თეორიულ წილებს ან რატომ იყავით დარწმუნებული, რომ სასამართლო დროებით მმართველებად აუცილებლად დაგნიშნავდათ?

- ჩვენ ვთქვით, რომ ტელეკომპანიაში მას შემდეგ მივალთ, რაც საქალაქო სასამ­ართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. გვესმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ეტაპია და არა საბოლოო გამარჯვება. ბუნებრივია, წილებზე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობდით, მფლობელები კი, ჯერ ისევ ძმები ყარამანიშვილები არიან. ქიბართან კონტაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გავააქტიურე, რაც "რუსთავი 2"-თან ბარიკადების აღმ­ართვისა და ძალადობის თემამ გაიჟღერა. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ პროცესი სტაბილურად წარვმართოთ. რაც მთავარია, ამ დავაში ტელეკომპანიის თანამშრომლები არ უნდა დაზარალდნენ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია