"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება

"წარმატების სტრატეგია" - წიგნი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს ოცნების ასრულებაში დაეხმარება

ამერიკელი ავტორის ნაპოლეონ ჰილის წიგნი - "წარმატების სტრატეგია", რომელიც #1 საერთაშორისო ბესტსელერად არის აღიარებული, რამდენიმე წლის წინ ქართულად მეგობრებმა - ბექა მშვილდაძემ და ნიკა კაზაკოვმა თარგმნეს და გამოსცეს კიდეც, რომელმაც მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნული წიგნი წლების შემდეგ ისევ გამოიცა. "ამბები.გე" მის ერთ-ერთ მთარგმნელს, "პალიტრა TV"-ს ოპერატორს, ბექა მშვილდაძეს გაესაუბრა:

- "წარმატების სტრატეგია" გასული საუკუნის 30-იან წლებშია გამოცემული, ცხადია, მისი ავტორი ცოცხალი აღარ არის. ამ წიგნში გაერთიანებულია ორი წიგნი - "წარმატების კანონი" და "იფიქრე და გამდიდრდი". ეს ნამუშევარი არის მოტივატორი, ბევრ ადამიანს საკუთარ თავში გაუღვიძა სურვილი, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას გასწვლის და იმას, როგორ უნდა გახდე წარმატებული, რა უნდა გააკეთო ამისთვის.

"გონებისთვის სხვა შეზღუდვა არ არსებობს, გარდა იმისა, რასაც თავად ვუწესებთ მას", "ბედნიერება მოქმედებაშია და არა უბრალოდ, ფლობაში", "ყველას სურს გამდიდრება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კონკრეტული გეგმა და მხურვალე სურვილი - ერთადერთი საიმედო საშუალებაა სიმდიდრის დაგროვებისა," "გონება ეს არის წყარო სიმდიდრის, წარმატების, უდიდესი გამოგონებისა და მიღწევების", "შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, იქონიოთ, ყველაფერი, რასაც მოისურვებთ, გახდეთ ისეთი, როგორსაც მოისურვებთ", "ადამიანის პოტენციალი შეუსწავლელი ოკეანეა და კონტინენტია, შესაძლებლობის სამყარო, რომელიც აღმოჩენასა და კეთილგონივრულად გამოყენებას ელოდება", - ეს გახლავთ ფრაზები წიგნიდან. მოკლედ, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია, ავტორი გვეუბნება, რომ ის რეალურად შესაძლებელია. ყველანაირად ცდილობს, "დაგქოქოს" და მეტი გაგაკეთებინოს. მისი დახმარებით, საკუთარ ფსიქოლოგიას კარგად ეცნობი. ვთქვათ გინდა, იყო კარგი მზარეული, ამ წიგნის დახმარებით, იქნები კარგი მზარეული, გინდა, გახდე კარგი ჟურნლისტი, გახდები წარმატებული ჟურნალისტი, რადგანაც წიგნი ამა თუ იმ პიროვნებაში გააღვიძებს მოტივს, ანუ გველაპარაკება ჩვენსავე თავზე...

როდესაც პირველად წავიკითხე წიგნი, მოვიხიბლე და მერე მე და ჩემმა მეგობარმა საკუთარი ძალებით ვთარგმნეთ და მცირე ტირაჟით გამოვეცით კიდეც. ეს იყო 2007 წელი.

- რამხელა იყავი, წიგნს პირველად რომ გაეცანი?

- პირველ კურსზე გახლდით, ეკონომიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი - ბიზნესისა და მართვის განხრით. მოკლედ, კარიერას ვიწყებდი. მერე მე და ჩემი მეგობარი არ ვიყავით ისეთი განებივრებული ბავშვები, რომ სწავლის საფასური მხოლოდ მშობლებს გადაეხადათ, ამიტომ სწავლის პარალელურად რაღაც-რაღაცების გაკეთება დავიწყე, - ერთ-ერთ გასართობ ცენტრში მუშაობა ჯამბაზად დავიწყე.

- წიგნი რაში დაგეხმარა?

- ბევრი რამ მომცა, დღეს გარდა იმისა, რომ "პალიტრა TV"-ში ოპერატორი ვარ, რამდენიმე სამსახური მაქვს. ასევე ვხატავ, - ახლა გამოფენის მოწყობას ვაპირებ. დიახ, ამ წაიგნმა განსაზღვრა ის, რომ ვყოფილიყავი რეალიზებული. ყველაფერი იმის მიხედვით გავაკეთე, რაც მასში წერია.

ვხატავ-მეთქი აღვნიშნე და ხატვის უნარიც სწორედ მას მერე გამომჟღავნდა ჩემში. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო, - გადავჭიმე ტილო, ვიყიდე ზეთის საღებავები და პირველი ნამუშევარიც შევქმენი. მერე მნახველებმა მომიწონეს, თანდათან გავაქტიურდი, მითხრეს, - მოგვყიდეო. არ გამიყიდია. ვიფიქრე, ბარემ გამოფენას მოვაწყობ-მეთქი. და ახლა გამოფენისთვის ვემზადები... დამიჯერეთ, წარმატება ჩვენს ხელთ არის...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია