აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფოტურებს განაგრძნობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფოტურებს განაგრძნობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურებს განაგრძნობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად სამდღიანი ვიზიტით ბათუმში 14 უკრაინელი ტუროპერატორი იმყოფება.

მათივე განმარტებით, ვიზიტისას სტუმრები გაეცნობიან აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მოინახულებენ შავი ზღვისპირეთის სასტუმროებსა და ღირშესანიშნავ ადგილებს, დააგემოვნებენ ადგილობრივ კერძებსა და დააჭაშნიკებენ ქართულ ღვინოს.

"ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, უკრაინელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. სტუმრები დაინტერესებულნი არიან საზღვაო, სამთო, კულინარიული და ღვინის ტურიზმით.

ბოლო წლებში უკრაინა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი გახდა, სადაც აჭარა მუდმივად ახორციელებს სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებს როგორც უკრაინულ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით.

უკრაინელი ტუროპარატორების ბათუმში ვიზიტი ხორციელდება ავიაკომაპანია YANAIR-ის მხარდაჭერით, რომელიც რეგულარულ ახორციელებს პირდაპირ რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

9 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 23 576 უკრაინელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით მეტია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია