მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის" - რაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი

მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის" - რაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი

ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე მეყოფობოდა ჭკუა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი "რუსთავი 2"-ს და მერე დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის ყოფილი მეთაურის განმარტებით, პოლიტიკურად მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებები მთავრობას აზიანებს, თუმცა "სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ მან კანონი დაარღვია".

"შექმნილი სიტუაცია არ არის მთავრობისთვის ხელსაყრელი, ეს არის ხელსაყრელი სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის". როგორ აწიეს თემა, ნახეთ. ოსტატები არიან. განა არ ვიცოდი, რომ ამას იზამდნენ? ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, მე მაგის ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი "რუსთავი 2"-ს და მერე ეს დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შეგვეყვანა. მე ამის ჭკუა მეყოფოდა. რა მოყვებოდა ამას, ძალიან იოლი დასანახი იყო - "ნაციოინალური მოძრაობის" ხელწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? მათ აქვთ კანონიერი უფლება, იდაონ იმაზე, რაც წაართვეს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვლის თქმით, პოლიტიკურად სიტუაცია რომ მათთვის სახარბიელო არაა, ესმის მთავრობის წარმომადგენლებსაც.

"პოლიტიკურად არავინ არის მთავრობაში ასეთი ბრიყვი. მით უმეტეს, ჩემზე აკეთებენ ყველაზე მეტ მინიშნებას. ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის". კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია. თუ ვინმეს არ მოწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ნამდვილად გვაზიანებს, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."