რა პასუხი აქვს უდუმაშვილს დროებითი დამფუძნებლების შეთავაზებაზე - "რუსთავი 2" საგანგებო პრესკონფერენციისთვის ემზადება

რა პასუხი აქვს უდუმაშვილს დროებითი დამფუძნებლების შეთავაზებაზე - "რუსთავი 2" საგანგებო პრესკონფერენციისთვის ემზადება

დროებითი მმართველების საპასუხო პრესკონფერენცია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 15:00 საათზე გაიმართება. "რუსთავი2"-ში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე სავარაუდოდ, ცნობილი გახდება, რა პასუხი აქვს ზაალ უდუმაშვილს, რომელსაც სასამართლოს მიერ დროებით მმართველებად დანიშნულმა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ტელევიზიის მართვის უფლება მიანიჭეს.

აღნიშნული გაანწყვეტილება, როგორც დავით დვალმა აღნიშნა, ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

დავით დვალის განმარტებით, "რუსთავი 2"-ის დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის ფუნქციის შეთავსების შეთავაზება ძალაშია, ვიდრე ზემდგომ ინსტანციაში არ განიხილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომლის მიხედვითაც დვალი და საყევარიშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველებად დაინიშნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია