კულუარული ინფორმაცია: "რუსთავი 2"-ში ტექნიკის განადგურებისა და სხვა არხის შექმნისთვის ემზადებიან?

კულუარული ინფორმაცია: "რუსთავი 2"-ში ტექნიკის განადგურებისა და სხვა არხის შექმნისთვის ემზადებიან?

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები არხის სააპარატუროს დაზიანების გეგმების შესახებ საუბრობენ. ამის შესახებ დღეს, სპეციალური ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განუცხადა.

"ამ თემაზე იყო კულუარული საუბრები. მოდით, შიგნით იკითხეთ ამის შესახებ" - ასე პასუხობს დავით დვალი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას გავრცელებული ინფორმაციის კომენტირება სთხოვა.

"არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომელიც მუსირებს თქვენს ტელევიზიაში, რომ არის გეგმები, რომლის მიხედვით, თანამშრომლებს ახალ ტელევიზიაში წაიყვანენ, რაღაც წილებს დაურიგებენ, ტექნიკას რომ არ დატოვებენ მთელს და ასე შემდეგ", - აცხადებს დავით დვალი.

იგივე კულუარული ინფორმაციის შესახებ საუბრობს რევაზ საყევარიშვილიც.

"საუბრობენ, რომ არხის თანამშრომლები ემზადებიან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისთვის, თუ "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველები შევლენ. ბუნებრივია, არ არის გამორიცხული, რომ ამ ვითარებაში მოხდეს ტელევიზიის ტექნიკისა და ქონების დაზიანება და სწორედ ამიტომ არ არის განპირობებული ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ შევიდეთ, ვიდრე გადაწყვეტილება ყველანაირ ინსტანციას არ გაივლის. თუ ვინმეს აქვს ასეთი განზრახვები, დროულად აიღოს ამ განზრახვებზე ხელი", - აცხადებს საყევარიშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია