რა მდგომარეობაშია მოშიმშილე ირმა ინაშვილი - "მოშიმშილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება"

რა მდგომარეობაშია მოშიმშილე ირმა ინაშვილი - "მოშიმშილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება"

ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. ეს ჩვენ უნდა დავიწყოთ დღეიდან, არა 2020 წლიდან, რასაც ხელისუფლება ამბობს, - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, იგი იძულებული გახდა უკიდურესი ზომისთვის მიემართა და შიმშილობის აქცია დაეწყო. მისივე თქმით, შიმშილობა ხუთმა ადამიანმა დაიწყო, მათგან ერთ-ერთი ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილია.

"მხარდამჭერი აქციები საგარეჯოში, გორში, თელავში იმართება. ბათუმში, ზუგდიდში დღეს დაიწყებენ შიმშილობის აქციას. ყველა დიდ ქალაქში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოლიდარობას გამოგვიცხადებენ და შიმშილობის აქციას შეუერთდებიან. შეიქმნა მოხალისეთა სია. მეორე ადგილი პარლამენტის შენობის წინ იქნება, სადაც 20 ადამიანი იშიმშილებს. მოშიმშილეთა რიცხვი რამდენიმე დღეში კიდევ 500-მდე გაიზრდება", - აღნიშნა ირმა ინაშვილი.

მისივე თქმით, სურს ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილის მხარდამჭერი აქცია, არამედ შიმშილობის აქცია იმართება იმ მიზნით, რომ ქვეყანაში შეიცვალოს საარჩევნო გარემო.

პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან მოშიმშილე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები მოინახულა. ფიქრია ჩიხრაძე მოშიმშილეებს გაესაუბრა, მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე მოშიმშილეებმა პრეზიდენტის მრჩეველს განუცხადეს, რომ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ მორიგეობს. თავის მხრივ, ფიქრია ჩიხრაძემ მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, რომ უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მოშიმშილეებისათვის მუდმივად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ადამიანები შიმშილობენ იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის პირადად და მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, სამწუხაროდ, მტკივნეულად რჩება. ეს ეხება საარჩევნო გარემოს. გულწრფელად რომ გითხრათ, 2008 წლის შემდეგ აღარ მეგონა თუ მოშიმშილე ოპოზიციონერებს ვიხილავდი და ეს ძალიან მაწუხებს. დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი ძალებისთვის, მმართველი კოალიციისათვის ნაცნობია, ვინაიდან ეს ადამიანები თვითონ იყვნენ მოშიმშილეების როლში, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, დავიწყოთ დიალოგი ამ საკითხზე. ასეთი იყო პრეზიდენტის განწყობა. ის ყოველთვის მხარს უჭერს კონსესუსის შექმნას ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით მმართველი კოალიციის ჩართვა ამ დიალოგში ვერ მოხერხდა, ისე ჩაიარა საკონსტიტუციო კომისიამ, ისე ჩაიარა ე.წ. საერთო სახალხო განხილვებმა, ისე ჩაიარა მთელმა ამ პროცედურებმა, რომ ოპოზიციას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ის ხარვეზები, რაც შუალედურმა არჩევნება აჩვენა, წლების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან დგება და ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს. კანონი ვერ იქნება სამართლიანი თუ ის უსამართლო პრინციპებს შეიცავს. ამ წუთში შეიძლება კანონდარღვევები მთელი რიგი მიმართულებით არ იყო და ამაზე აპელირებს მმართველო კოალიცია, მაგრამ ერთმანეთთან დალაპარაკების გარეშეც ვიცით, რომ ეს პრობლემაა და იგი უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, ისინი განწყობილი არიან ხელი შეუწყონ დიალოგის რეჟიმში ამ საკითხის გადატანას.

"ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გვინდა რომ გავხდეთ და საარჩევნო პრობლემები აუცილებლად ცივილიზებულ გარემოში უნდა გადაწყდეს", - დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."