ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდა. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ თუ არის ცნობილი. სულ ახლახან ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში გრიგოლია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
-როგორც ვიცი, შეყვარებული ხართ. ეს ადრე უფრო გეტყობოდათ ხოლმე, ახლა არც ისე. რატომ?
-გავიზარდე, ეს ყველაფერი დამალული, მიჩქმალული მაქვს. არ მგონია, რომ ჩემს ასაკში უნდა დადგე და პირად თემებზე ისაუბრო. დიდი ხანია ჩავკეტე ჩემი პირადი ცხოვრება. ასე ბევრად საინტერესოა და უფრო ვითარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი დღე და ერთი წუთი არ ყოფილა ამ ურთიერთობის გარეშე.
-როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?
-ერთი ნახვით არასოდეს არავინ მიყვარდება, ყოველთვის უახლოესი მეგობრობიდან იწყებოდა ყველაფერი. დიდი ხანი მეგობრები ვიყავით, შემდეგ ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ძალიან ბედნიერი ვარ. მას ჩემი ყველაზე კარგად ესმის, ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ძალიან მშვიდია. ძალიან მიყვარს და იმასაც ძალიან ვუყვარვარ. ვთვლი, რომ 44 წლის ასაკში ამაზე მეტად პრესასთან აღარ უნდა ისაუბრო.
- დაქორწინებაზე საუბარი არის?
- არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ მყავს. ყველანაირი საშუალება მქონდა, 3-4 შვილი გამეზარდა და ვნანობ, რომ ეს ვერ მოვახერხე.