"მათი მიზანი რ2-ის თანამშრომლების დემონიზებაა" - გიორგი ლაფერაშვილის ანალიზი მოვლენებით დატვირთული დღის შემდეგ

"მათი მიზანი რ2-ის თანამშრომლების დემონიზებაა" - გიორგი ლაფერაშვილის ანალიზი მოვლენებით დატვირთული დღის შემდეგ

"რუსთავი2″- ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დღეს მომხდარი მოვლენების ანალიზს აკეთებს:

"ახალი მესიჯბოქსი დარიგდა უკვე: უდუმაშვილი უარს იმიტომ ამბობს, რომ გვარამიას მძევალია - გვარამიას კი თავის მხრივ სიტუაციის განმუხტვა არ სურს.

- შეცდომაა.

სიმართლე კი ისაა, რომ მავანმა, ვინც ამ პროცესებს მართავს, გადაწყვიტა რ2-ის თანამშრომლების სრული დემონიზება მოახდინოს და ამ პროცესში უკვე ზალიკოს გასვრის მცდელობაც აქვს.

5 ნოემბრის "ღამის გადაწყვეტილებად" წოდებული განჩინება, რომელმაც სამართლებრივი ჩიხი შექმნა- ხალვაშის მხარის ინიცირებულია. ხალვაშმა თავის წარმომადგენლებად დვალი და საყევარიშვილი დაასახელა. ეს უკანასკნელები დათანხმდნენ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას იმ ფორმით, რა ფორმითაც თამაზ ურთმელიძემ განჩინებაში ჩაწერა.

ყველაფერი სხვა: "სიტუაციის განმუხტვაზე" საუბარი, კარგებად და ცუდებად ცალკეული მოთამაშეების წარმოჩენის მცდელობა და განცხადებები "კომპანიის", ან კიდევ უფრო მეტი, "ჟურნლისტებზე" ზრუნვის შესახებ- მხოლოდ მაყურებელზე გათვლილი პიარ სვლებია, რომელიც არანაირ სამართლებრივ გამოსავალს ამ სიტუაციიდან- არ გვთავაზობს.

ჟურნალისტებზე ზრუნვის რამდნეიმე კონკრეტული მაგალითი კომპანიის დროებითი მმართველებიდან უკვე ვიცით: 2004-ში ბატონი დვალის, და 2012-ში ბატონი საყევარიშვილის მხრიდან. კიდევ ერთი პასუხი აქ მომუშავე ადამიანებმა დღეს მივიღეთ- როდესაც პრესკონფერენციიდან ერთერთ ჩვენგანს კომპანიის მართვის და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების ტვირთი მის დაუკითხავად აკიდეს.

პირადად ჩემთვის ეს უკვე დემონსტრირებაა იმისა, როგორ გეგმავენ მომავალში ჩემი, როგორც ათასიდან ერთ-ერთი თანამშრომლის ინტერესების დაცვას ის ადამიანები, ვინც კომპანიის მართვა საკუთარ თავზე აიღო", - წერს ლაფერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია