"მინდა უკან წავიღო ჩემი სიტყვები" - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

"მინდა უკან წავიღო ჩემი სიტყვები" - ნიკა გვარამია ბოდიშს იხდის

ნიკა გვარამია რამდენიმე საათის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. გვარამია ამბობს, რომ ის დაეყრდნო რევაზ საყევარიშვილისა და დავით დვალის განცხადებებს და ამის საფუძველზე განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა უკანონოდ დაარეგისტრირა დვალისა და საყევარიშვილის დოკუმენტაცია.

"მე მინდა განვმარტო ჩემი პოზიცია რეესტრთან დაკავშირებით, ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება, რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში, საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული.

ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული,"- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ დოკუმენტაცია ნოტარიუსმა დაამოწმა და ის უკვე დარეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.

შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის თანახმა შეთავაზებაზე და მოუწოდა დროებით მმართველებს, ნაკისრი ვალდებულებები თუნდაც დისტანციურად შეასრულონ.

ამავე თემაზე| ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

ვინ რა მოატყუა დღეს საზოგადოებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით: საჯარო რეესტრი განცხადებას ავრცელებს

რა პასუხისმგებლობა დაეკისრა დღეს ზაალ უდუმაშვილს, რომლის შეუსრულებლობამ შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია