უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს 12 ნოემბერს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოების გამო ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, საბურთალოს და დიდგორის რაიონებს.

"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც თბილისის რაიონებისთვის ელექტრომომარაგების შეზღუდვა მოხდება:

გლდანის რაიონი: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი: 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადარეიშვილის, გაზაფხულის და დელისის III ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი: 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია