როდემდე გასტანს უამინდობა საქართველოში - მომდევნო დღეების ვრცელი პროგნოზი

როდემდე გასტანს უამინდობა საქართველოში - მომდევნო დღეების ვრცელი პროგნოზი

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც.

გასულ ღამეს ძლიერ წვიმდა ზესტაფონში, სადაც ნალექების რაოდენობა 80 მლმ დაფიქსირდა. ყველაზე მეტი წვიმის ნალექი - 82 მლმ ზუგდიდში იყო. დღესაც შესაძლოა, კოლხეთის დაბლობზე ძლიერი წვიმა შენარჩუნდეს. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი წვიმიმის ნალექი შემციდება და დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში.

ჰაერის ტემპერატურა დასვლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გუშინ თოვდა მესტიაში, ბახმაროსა და გუდაურში. მაღალმთაში ღამით მოსალოდნელია ყინვებიც.

ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია