რომელი პროფესიებია მოთხოვნადი ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში

რომელი პროფესიებია მოთხოვნადი ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში

ბოლო წლებში პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. როგორც პროფესიულ სასწავლებლებში აცხადებენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა მღებავის, ელექტრიკოსის, მებათქაშის, თაბაშირისა და შემდუღებლის სპეციალიტის მიმართულებით არის. პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელთა განცხადებით, მსურველები სასურველ პროფესიას დროის მოკლე მონაკვეთში ეუფლებიან.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროფესიებით დასაქმება მარტივია, ბოლო რამდენიმე წელია პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნა 60-70%-ით გაიზარდა. ის პროგრამები, რომლებსაც აპლიკანტებს ვთავაზობთ, დამსაქმებლებთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული, რაც იმის გარანტი იქნება, რომ კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შანსი ექნებათ.

ჩვენი კურსდამთავრებულების 67% დასაქმებულია. მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ადგილების სიმცირის გამო ყველა მსურველი ვერ ხვდება ჩვენს კოლეჯში. უნივერსიტეტების დასრულების შემდგომ 15-20% პროცენტი ჩვენს კოლეჯს ამთავრებს იმის გამო, რომ საკუთარი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა", - განუცხადეს ბპნ-ს საზოგადოებრივ კოლეჯში "სპექტრი".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია