რას პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შოკისმომგვრელ ფოტოებზე

რას პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციური საავადმყოფოს შოკისმომგვრელ ფოტოებზე

ქართულ ფორუმზე გავრცელებულმა ფოტოებმა, რომელშიც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკაშია გადაღებული, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რა მძიმე მდგომარეობაა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოში ეს მდგომარეობა ახალი არ არის და უკვე წლებია მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს, შედეგი კი ჯერ არ არის. 

იმის გასარკვევად, თუ რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, AMBEBI.GE უწყებას დაუკავშირდა.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახლა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება და ამ საკითხზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

"როგორც კი მინისტრი ჩამოვა, ამ საკითხზე კომენტარს ბრიფინგზე გავაკეთებთ, ამ თემაზე მუშაობა მიდის და კომენტარი აუცილებლად იქნება", - გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, AMBEBI.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ განცხადება მოაწოდა, რომელშიც ნათვამია, რომ "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა", რომელიც არ არის სახელმწიფო კუთვნილებაში და მისი მფლობელი შპს "ავერსი-ფარმაა", 2015 წლის თებერვალში მათ მიერ შემოწმების შემდეგ, გამოვლენილი დარღვევების გამო, დაჯარიმდა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებას მიეცა ვადა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად, რომლის გასვლის შემდეგ განხორციელდება განმეორებითი შემოწმება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია