დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის

დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - გორის მოსახლეობა სტიქიას ებრძვის

ძლიერმა ქარმა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ძირითადად დაზიანებულია ვარიანის მეურნეობის დასახლება, სოფლები - საქაშეთი, შინდისი, ძევერა და ტყვიავი. აღნიშნულ სოფლებში, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, რამდენიმე ადგილას წაქცეულია ხეები და ასევე, რამდენიმე ხე ავტომობილებსაც დაეცა. დაზიანებულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ავტომობილები. აღნიშნული იმ დროს მოხდა, როდესაც საჯარო მოხელეები სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შემოვლას ახორციელებდნენ.

ამ დროისთვის რეგიონში კვლავ ძლიერი ქარია, შესაბამისად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება შეუძლებელია.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვეშაპური აცხადებს, სტიქიის ზონის სოფლებში მოსახლეობას სთხოვეს თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლისგან. ასევე, ვეშაპურის განცხადებითვე, უკვე დაწყებულია მუშაობა ზარალის შემსწავლელი სპეციალური კომისიის შესაქმნელად. რაც შეეხება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მისი თქმით, ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მხოლოდ ქარის ჩადგომის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია