"მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ" - მადლენ ოლბრაიტის წერილი საქართველოს პრეზიდენტს

"მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ" - მადლენ ოლბრაიტის წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე, მადლენ ოლბრაიტი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, როგორც ნიუ იორკში, ასევე ვაშინგტონში. თქვენი გამოსვლები ორივე შეხვედრისას, ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობის იყო, საქართველოში არსებული ვითარების გასაცნობად და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა დემოკრატიისადმი. მსურს მადლობა გადაგიხადოთ მშვენიერი ქართული გულსაბნევის ჩუქებისთვის, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ. ველი ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას. ღრმა პატივისცემით, მადლენ ოლბრაიტი", - აღნიშნულია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარის წერილში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."