ურთმელიძის გადაწყვეტილებით, დავით დვალს უფლებამოსილება გაუუქმდა, ნიკა გვარამიას კი აღუდგა

ურთმელიძის გადაწყვეტილებით, დავით დვალს უფლებამოსილება გაუუქმდა, ნიკა გვარამიას კი აღუდგა

განახლებული| საქალაქო სასამართლო დავით დვალისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ვრცელ განმარტებას აკეთებს

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი გაუუქმდა.

შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება აღუდგა ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, რომლის თქმითაც, მან ეს ინფორმაცია ზეპირი ფორმით სასამართლოდან შეიტყო, თუმცა განჩინებას სავარაუდოდ ხვალ დილით ჩაიბარებს.

"სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი, რომელიც გუშინ იყო შეტანილი და რეზო საყევარიშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება, სანამ ამ საქმეზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო დვალს გაუუქმდა. შესაბამისად, უფლებამოსილება უნდა აღუდგეთ გენერალურ დირექტორს და ფინანსურ დირექტორს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა სალიამ.

მისი თქმით, ეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებაა, რომლის დეტალების შესახებ ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე იხილეთ| გვარამიას განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ: "ნუ ანადგურებთ პიროვნულად მოსამართლე ურთმელიძეს!"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."