ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები

ყველაფერი თევზის სასარგებლო თვისებებსა და მის უსაფრთხოებაზე - კვების ტექნოლოგისა და ექიმის რჩევები

თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცში შემავალი ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, შესაბამისად, თევზის ცილებს ორგანიზმი კარგად ითვისებს. თევზის მოხმარების წლიური ფიზიოლოგიური ნორმა დაახლოებით 17 კილოგრამია.

სანამ თევზი შორეული ოკეანიდან, ზღვიდან, მდინარიდან თუ აკვარიუმიდან ჩვენს მაგიდაზე მოხვდება, დისტრიბუციის, შენახვის რეალიზების ხანგრძლივ ეტაპებს გადის. იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები, დაცული უნდა იყოს გარკვეული სტანდარტები. უფრო დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე AMBEBI.GE "ნიკორას" შვილობილი ბრენდის, "ოკეანის" ტექნოლოგ გიორგი ჩაბიჩაძეს ესაუბრა.

-რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა თევზი?

-თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. თევზის ხორცი მდიდარია მინერალური ნივთიერებებითაც. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, ნატრიუმს, მაგნიუმს. მასში უხვადაა მიკროელემენტებიც: იოდი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, თუთია, ბრომი, ფტორი და სხვა. აღსანიშნავია, რომ იოდისა და სელენის შემცველობის მიხედვით, თევზს არცერთი საკვები პროდუქტი არ შეედრება. სწორედ ამიტომ თევზი ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას.

გადამამუშავებელი სისტემა მას ყველაზე იოლად ინელებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ საკვებს, მითუმეტეს, ხორცს. მიუხედავად მაღალი კვებითი ღირებულებებისა, ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულია და დიეტოლოგებიც ურჩევენ ხოლმე რაციონში მის აქტიურად გამოყენებას.

-რა პირობებში უნდა ინახებოდეს თევზი?

-რაც შეეხება შენახვის პირობებსა და ვარგისიანობას, გაყინული თევზი უნდა ინახებოდეს -18°C. ამ შემთხვევაში, ის არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო თუ ტრანსპორტირების, შენახვის ან რეალიზაციის დროს დაირღვა შენახვის პირობები, რა თქმა უნდა, ეს ამ პროდუქტს ზიანს აყენებს. მომხმარებელს ვურჩევ, ისეთ მაღაზიაში შეიძინოს თევზი, სადაც ეკონომიის მიზნით ღამე მაცივრებს არ გათიშავენ. ერთადერთი, რაც თევზს უკარგავს სასარგებლო თვისებებს და აფუჭებს კიდეც, ტემპერატურული ცვლილებებია.

"ნიკორას" სუპერმარკეტებში დამუშავებული თევზის შენახვაც ყველა ნორმის დაცვის შესაბამისად ხორციელდება. მაგალითად, ქაშაყის ფილე ზეთში, ასევე დამარინადებული სკუმბრია მაღაზიებში 0... +6°C ინახება, ყველასათვის საყვარელი შეციებული კალმახის შენახვა კი -2...0°C ხდება. თუმცა, მომხმარებლის საყურადღებოდ შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეციებულ კალმახს +6°C შეინახავენ, მისი გამოყენების ვადა 6 დღიდან 2 დღემდე შემცირდება.

-როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, თევზი ახალია თუ არა?

-იმისთვის, რომ გაარჩიოთ ახალია თუ არა ეს პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში მას არ უნდა აღენიშნებოდეს სიყვითლეები (ფარფლებისა და მუცლის მიმდებარე ტერიტორიებზე) გამღვალი თევზის ქსოვილი კი ფიზიკური დაწოლის შემდეგ ბუნებრივ ადგილს უნდა უბრუნდებოდეს, თუ ჩაზნექილი რჩება, მაშინ მას უკვე დაკარგული აქვს თავისი ხარისხი.

-ხშირად გვსმენია, რომ ცოცხალ თევზს, რომელიც აკვარიუმებიდან იყიდება, მიცემული საკვები დანამატების გამო, ნაკლები სარგებლობა აქვს. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს?

-საკვები დანამატები შემოდის საზღვარგარეთიდან, გრანულირებული სახით. ის ნამდვილად არ არის რაიმე ზიანის მომტანი. ბუნებრივი გარემოდან ამოყვანილი თევზი, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია, თუმცა ეს გემოვნური თვისების სხვაობა ასიდან შესაძლოა, ერთმა ადამიანმა გაარჩიოს მხოლოდ. „ნიკორას“ სუპერმარკეტების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ კალმახი, რომელსაც მომხმარებელი აკვარიუმიდან ყიდულობს, ჩვენივე საკალმახე მეურნეობაშია გამოყვანილი, რომელიც გურიის რაიონში, სოფელ ვაკიჯვრში მდებარეობს. პროდუქციის ტრანსპორტირება სწორედ იქიდან ხდება სპეციალური მანქანით, აქ, ადგილზე, კი გვაქვს ბაზა, სადაც ვიღებთ ცოცხალ თევზს, შემდეგ ხდება მიწოდება, დისტრიბუცია მოთხოვნის მიხედვით. შესაბამისად, თუ ეს ყველა პირობა დაცულია, ცოცხალი თევზი არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.

-თუ კალმახი აკვარიუმიდან უკვე ამოყვანილი და გასაყიდად გამზადებულია, როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა, რომ ის არ არის ძველი?

-კალმახს უყვარს ჟანგბადით გამდიდრებული და ცივი წყალი. თუ ეს პირობები შექმნილი აქვს, არ მოკვდება. როცა ამ პროდუქტს, დაკლულს და გამზადებულს ნახავთ ყინულზე, შიგნით ჩაიხედეთ თუ ფხები ქსოვილიდან ამოყრილი, ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის, თევზი ახალია, სხვა შემთხვევაში, ის შესაძლოა, აკვარიუმში მოუკვდათ და ამ სახით მოხვდა ყინულებიან დახლზე. ასევე არ უნდა ქონდეს შეცვლილი ფერი და აუცილებლად უნდა ეტყობოდეს ბუნებრივი კოპლები.

პედიატრი  მაკა ნატროშვილი თევზის ბავშვის კვების რაციონში შეტანას 8 თვის ასაკიდან გვირჩევს.

"ვინაიდან არის ძალიან ალერგიული პროდუქტი, განსაკუთრებით მცირე ულუფებით (დასაწყისში 5 გრამით) უნდა მივაწოდოთ ბავშვს და თუკი გამოვლინდა რაიმე სახის ალერგიული რეაქცია, აუცილებლად შევწყვიტოთ მისი მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია დოზა თანდათან გავზარდოთ. აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციები ისეთ ბავშვებშიც კი შეიძლება განვითარდეს რომელთაც არ აქვთ ალერგიისადმი წინასწარი განწყობა.

თევზი ჭარბად არის გამდიდრებული D ვიტამინითა და კალციუმით. აქედან გამომდინარე საჭირო და აუცილებელი საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით მოზრდილთა ასაკში. თუმცა უმჯობესია, ზღვის თევზზე გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად ზღვის კალმახსა და ორაგულზე. ორივე მათგანი ძალიან სასარგებლოა ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის.

კვირაში ერთხელ სავსებით საკმარისია თევზის მირთმევა კარტოფილის პიურესთან, ან სუპის სახით. თევზი უნიკალური პროდუქტია, რომელიც გადამუშავების მიუხედავადაც არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ასე რომ, მცირე რაოდენობის ცხიმში შემწვარიც შეგვიძლია დავაგემოვნებინოთ ბავშვს, ოღონდ, უფრო მოზრდილ ასაკში", - აღნიშნა პედიატრმა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია