"გოდერძი ჩოხელის წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა" - დავეხმაროთ დაცლის პირას მყოფი გუდამაყრის ხეობის სკოლას

"გოდერძი ჩოხელის წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა" - დავეხმაროთ დაცლის პირას მყოფი გუდამაყრის ხეობის სკოლას

ჯერ კიდევ წლების წინ გრძნობდა და სტკიოდა გოდერძი ჩოხელს თავისი გუდამაყარი. განიცდიდა, როგორ ნელ-ნელა იწირავს ქალაქი სოფელსო. მისი წინათგრძნობა დღეს მწარე რეალობაა… ხშირად ვიხსენებ მეზობლებს, თანასოფლელებს. ზოგი გადასახლდა, ზოგიც გარდაიცვალა და ამ მოგონებებით ვცხოვრობ... ჩემი კარის მეზობელი ძია ვანო სამამულო ომის მონაწილე იყო, ბევრ რამეს მიყვებოდა, იმასთან მენატრება საუბარი... კიდევ კარგი, შუქი გვაქვს და ტელეფონიც იჭერს...

ხშირად გავყურებ გზას და ვნატრობ, ნეტა ვინმე გამოჩნდეს-მეთქი, მაგრამ თვეები ისე გადის, ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ვერავის ვხედავ…" - ყვება "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სოფელ ჩოხს შემორჩენილი ერთადერთი ოჯახის უფროსი ნუგაზრ წიკალური.

დღეს კი გვეძლევა საშუალება, რომ გუდამაყარის ხეობას შემორჩენილ თოთო-ოროლა მაცხოვრებელს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინოთ. იქნებ, ხეობის გამგარებისთვის ჩვენს მიერ გაღებული მცირე წვლილი ისეთ დიდ სიკეთეთ იქცეს, რომელიც ამ ულამაზეს მხარეს კვლავაც ააჟრიამულებს...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია