24 წლის მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახის წევრებმა ლოტკინის დასახლებაში საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. რატი ფოლადიშვილს 5 ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელი ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალა.
გარდაცვლილის ახლობლები შურისძიებაზე საუბრობენ და მკვლელობას ერთი წლის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირებენ, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ფოლადიშვილის მეზობლის თქმით, მას გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები ემუქრებოდნენ.
ლოტკინზე მომხდარი ფაქტის გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანანო ტარების მუხლით მიმდინარეობს.