თინა ხიდაშელი - ტერორიზმი ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს

თინა ხიდაშელი - ტერორიზმი ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო წუხილს გამოთქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხიდაშელი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ვწუხვარ საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. ამ საშინელ ტრაგედიას ასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთის მთავრობას, ფრანგ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაულია და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს", - აცხადებს ხიდაშელი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."