პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ლუტეციამ" საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო დღეს დაგეგმილი ღონისძიება გადადო

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ლუტეციამ" საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო დღეს დაგეგმილი ღონისძიება გადადო

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია" საფრანგეთში, ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო სამძიმარს უცხადებს საფრანგეთის მოქალაქეებს და აცნობებს საზოგადოებას, რომ დღეს, 14 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება აღარ გაიმართება.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია" დღეს, 14 ნოემბერს მასშტაბურ ღონისძიებას მართავდა, რომელზეც ფრანგული ბრენდის "აიზენბერგის" პრესკონფერენცია და ოფიციალური პრეზენტაცია იყო დაგეგმილი.

სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს "აიზენბერგის" გენერალური დირექტორი ჟან ლუკ ტრონიონი ეწვია.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის "ლუტეციას" დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ, "აიზენბერგის" წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

"ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენი საზოგადოების ძირითადი ღირებულება, - ვიზიარებთ ფრანგი ერის ტრაგედიას. ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს გავმართოთ ეს ღონისძიება. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფრანგ პარტნიორებს და მეგობრებს", - აცხადებს ქსელის დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია