"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

"პარიზში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდება" - საფრანგეთში საქართველოს ელჩი

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც დელონემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათთან კონტაქტზე გასვლას ამ დრომდე ცდილობენ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებსა და პარიზის საავადმყოფოებში.

"ოჯახები ვერ უკავშირდებოდნენ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, რომლებიც პარიზში ტურისტებად არიან ჩამოსულები, თუმცა აქედან სამთან კონტაქტზე გავედით. დაგვრჩა ორი, რომლებსაც ამ დრომდე ვეძებთ, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის არც სამართალდამცავი უწყებებიდან გვაქვს და არც საავადმყოფოებიდან, რომ ისინი დაშავებულთა შორის არიან", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი დაშავებულთა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არ არის.

მეტი| უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

ყველა დეტალი| #ტერაქტები პარიზში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია