სტიქია ხაშურში: მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ტექნიკა თითქმის უძლურია

სტიქია ხაშურში: მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ტექნიკა თითქმის უძლურია

ხაშურის მუნიციპალიტეტში მძიმე ვითარებაა. რამდენიმე მდინარის ადიდების შედეგად, დატბორილი სოფლების და საცხოვრებელი სახლების რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა სოფლებში ოსიაური, გომი და სატივე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ტერიტორიაზე არსებული ყველა ტექნიკა, ასევე კერძო ფირმების საკუთრებაში არსებული ტექნიკაც მობილიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, იმდენად დიდია სტიქიის მასშტაბები, რომ ტექნიკა ფაქტობრივად უძლურია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის მონაკვეთზე იმყოფებიან.

ხაშურის მუნიციპალიტეტში კვლავ წვიმს. მოსახლეობის თქმით, არსებობს იმის საფრთხე, რომ ღამის საათებში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს და მდინარეების კალაპოტიდან გადმოსული წყალი მთლიანად სახლების მიმართულებით წავიდეს.

ამ დროისთვის სატივესა და გომში საცხოვრებელი სახლების პირველი სართული წყალშია მოქცეული.

ნახეთ| ხაშურის სტიქიის ამსახველი ფოტომასალა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია