Liberté, Égalité, Fraternité - ქართველების სოლიდარობა ფრანგებს

Liberté, Égalité, Fraternité - ქართველების სოლიდარობა ფრანგებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საფრანგეთში, ტერაქტების შედეგად გარდაცვლილების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ დაიგეგმა.

აქციაზე მისულმა მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. ისინი აქციაზე პლაკატებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები ტერაქტებს გმობენ და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.

პარლამენტთან იმყოფებიან უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის, თბილისში მცხოვრები ფრანგები.პარლამენტთან მივიდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარლამენტის შენობასთან მისულებმა სახეზე სოლიდარობის ნიშნად საფრანგეთის დროშები დაიხატეს. აქციაზე მყოფები აცხადებენ, რომ ტერორიზმი არის მსოფლიოს მთავარი პრობლემა, რომლის წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სანთლები დაანთეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია