თბილისის სოლიდარობა საფრანგეთს

თბილისის სოლიდარობა საფრანგეთს

პარიზის ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული საქართველოშიც, საფრანგეთთან დაკავშირებულ ობიექტებზე. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში.

საფრანგეთის სოლიდარობის აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან თბილისში გაიმართა. მოქალაქეებმა ყვავილებითა და სანთლებით სოლიდარობა გამოხატეს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო. თბილისში სოლიდარობის აქციაზე რამდენიმე ათეული მოქალაქე შეიკრიბა. შეკრებილებმა ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ტერორიზმი დაგმეს.

საფრანგეთის დროშის ფერებშია განათებული პრეზიდენტის სასახლე, თბილისის საკრებულოს შენობა, მშვიდობის ხიდი და რამდენიმე ობიექტი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია