სიტყვა, რომელმაც "მომკლა" - პეკინის ქუჩაზე დანახული ისტორია

სიტყვა, რომელმაც "მომკლა" - პეკინის ქუჩაზე დანახული ისტორია

ჟურნალისტი მაია რამიშვილი "ფეისბუქზე" თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ისტორიას ყვება:

"პეკინზე, ერთი მაღაზიის წინ ხშირად ვხედავ დედა-შვილს. იქ სხედან , მომცრო ზომის ჭიქა უდევთ მიწაზე და დახმარებას ითხოვენ. რაღაცნაირი სევდიანები არიან ! ქალი თვალებს მალავს, ბავშვი კი მორჩილად ზის. ბიჭუნა 5- 6 წლის იქნება ალბათ, დღესაც იქ ისხდნენ. ტრანსპორტს ველოდი და მათთან ახლოს მოვხვდი. ვხედავ მანქანა გაჩერდა, კაცი და პატარა ბიჭი გადმოვიდა და მაღაზიაში შევიდნენ. 

არ ვიცი რას ყიდულობდა კაცი, მაგრამ ბავშვი გარეთ გამოვიდა და პატარა ბიჭს მიუჯდა. მერე შარვალზე ბრელოკი მოიხსნა და გაუწოდა.. იქ მჯდომმა ბიჭმა გაუღიმა, გამოართვა და " სანაცვლოდ" ბულკი მისცა! საოცარი სცენა იყო, რომ არა კაცი!!!! კაცი მაღაზიიდან გამოვარდა, ბავში ააყენა, დატუქსა, ბულკი ხელიდან გამოგლიჯა და მანქანაში ჩასვა! ამ საქციელით გაოგნებულმა ვერ გავიგე დედამ რა ჰკითხა ბიჭს, მაგრამ ბიჭის პასუხმა მომკლა: "ბულკი სუფთა იყო, არ მომიკბეჩია... " !!!!!", - ნათქვამია პოსტში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია