ბარაკ ობამა თურქეთში დიდი ოცეულის სამიტის გახსნაზე ჩავიდა - როგორ აპირებენ მსოფლიო ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლას

ბარაკ ობამა თურქეთში დიდი ოცეულის სამიტის გახსნაზე ჩავიდა - როგორ აპირებენ მსოფლიო ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლას

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთში ჩავიდა, სადაც დღეს დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნება. სამიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდება და ძირითადი მსჯელობა, სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტების ირგვლივ წარიმართება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მსოფლიო თანამეგობრობას ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ შაბათს ვენის მოლაპარაკებების მონაწილეებმა სირიის გარდამავალი მთავრობის ფორიმრების გრაფიკი შეათანხმეს.

გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში შესაძლოა, გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."