ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაში ბრალდებული პოლიციის უფროსი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ვაკე-საბურთალოს სამმმართველოს მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვაია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოშივე დღეს, 14:00 საათზე უნდა ემსჯელა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, "ადვოკატთა ასოციაციის" წევრები, თუმცა თავად საქმის მოსამართლე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გამოჩენილა. შესაბამისად, პროცესის დაწყება ვერ ხერხდება.

[იხილეთ ვიდეო]

ასევე, უცნობია იმ შემთხვევაში, თუ პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება, ექნება თუ არა მედიას მისი გაშუქების საშუალება.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. იგი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. კვირკვაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობის აქციას მართავს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, კობა კობახიძე აცხადებს, გიორგი მდინარაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რამდენიმე პოლიციელს. ერთ სამართალდამცავს კი ფიზიკურად შეეხო და ყური აუწია. მისივე თქმით, ლაშა კვირკვაიამ სწორედ ამის გამო შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი, მაგრამ ეს გამოძიების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მდინარაძეს აკავებდნენ, იგი აგრესიულად იქცეოდა და თვითდაზიანებებიც ამ დროს მიიყენა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია