"იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს"

"იცით, რა საშინელია კამიკაძე ქალი? ტერაქტის წინ ღიღინებს და მერე თავს იფეთქებს"

13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში დატრიალებული ტერორისტული შეტევის შემდეგ ჩვენ პარიზში მყოფ თანამემამულეებს­ დავუკავშირდით.

ქეთი ლობჟანიძე (ექიმი)­: "პოლიცია მოგვიწოდებს, ქუჩაში­ გასვლისგან თავი შევიკავოთ, რადგან ტერორისტ­ებს­ ეძებენ და ყოველ წამს მოსალ­ოდნელია სროლა. ფრანგებმა­ გამაოცეს - ვაჟკაც­ურად, ღირსეულად, "მარსელიეზის" თანხლებით ტოვებდნენ სტადიონს. სოცი­ალური ქსელებით დაიწყეს მობილიზება ქუჩაში დარჩენილების შესაფარებლად. ისეთი ჯოჯოხეთია, თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერსონაჟი მგონია. სამწუხაროდ, თვალსაჩინოა აქაური სპეცსამსახურების უუნარობა, რამაც შესაძლოა უფრო გაათამამოს ტერორისტები".

მალხაზ კუპრაძე (პოლიტოლოგი): "სტად დე ფრანსიდან", სადაც 3 აფეთქება­ მოხდა, 500 მეტრში ვცხოვრობ. სასწრაფო დახმარების მანქანები არ გაჩერებულან. ეს არის სირიელი ჯიჰადისტების მიერ მომზადებული ტერაქტი, რომელსაც ფრანგმა ტერორისტებმა ხელი შეუწყვეს. რა თქმა უნდა, ფრანგ ტერორისტებში ადგილობრივი არაბები იგულისხმებიან. გამოძიებამ იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა და რატომ არ გააძლიერა უსაფრთხოება?! ჩემი ყურით ვუსმინე კლოდ მონიკეს (ბრიუსელში სტრატეგიული­ და საინფორმაციო ცენტრის პასუხისმგებელი მდივანი), რომელმაც განაცხადა,­ რომ სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, რაღაც საშინელება რომ მზადდებოდა".

დიანა ჭანკოტაძე (ჟურნალისტი): "ფრანგები­ უღიმიან და ერიდებიან მუსლიმანებს, რადგან მათი ეშინიათ. თუ მათ რელიგიაზე წამოგცდა რამე, ვაი შენი ბრალი, ქვეყანას დააქცევენ იმის მტკიცებით, რომ მუსლიმანს შეურაცხყოფ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია